|
|
| ექსპრესინფორმაცია ქუთაისის სამედიცინო საზოგადოების საყურადღებოდ.
|
|
ინგლისელები ამბობენ:–თუ არ არის ახალი ამბები, ეს უკვე კარგი ამბავიაო. და მაინც, მე თუ რამე გავიგე, შეგატყობინებთ.დამირეკეთ–თუ რამე გამომრჩა ქუთაისის სამედიცინო სფეროს სიახლეებიდან და შევატყობინოთ ყველას.
|
ამ გვერიდს შექმნის მიზეზი გახდა მხოლოდ ის, რომ ჩვენი პროფესიის ხალხი ამ საქმისთვის პირადად ვერ იცლის და სხვაზე დავალებული და სხვის მიერ გაკეთებული საქმე თავადაც მოგეხსენებათ როგორია.
კიდევ გვერდის შექმნის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც საძიებო გვერდებზე ასეთი დანიშნულების ქართული საიტი რომ ვერ ვნახეთ.
საიტზე განთავსებული ინფორმაცია მოპოვებულ იქნა ინტერნეტში , როგორც თავისუფლად გამოქვეყნებული.
ჩვენ ავტორობის მითვისებას არ ვაპირებთ და თუ რაიმე მიზეზით გაგიჩნდათ პრეტენზია, შეგვატყობინეთ, მაშინვე საჯაროდ მოგიხდით ბოდიშს და გავასწორებთ შეცდომას.
გიზო ლაშქარაშვილი ___ mob: 599 232572
gizogo@gmail.com
skype name: gizogo
დავით ლაშქარაშვილი ___ mob: 599 933918
lashkarashvili@gmail.com
skype name: dato_var
|
| Prolen hernia sistem - JONSON AND JONSON |
|
|
გთავაზობთ თიაქრის პლასტიკისათვის პოლიპროპილენის პროტეზების სურათებს. პირველი გამოიყენება ლიხტენშტეინის ოპერაციის დროს, ხოლო მეორე უნივერსალურია და ჰქვია პროლენის სამგანზომილებიანი სისტემა. ქვემოთ მითითებულია საიტის მისამართი, სადაც აღწერილია ლიხტენშტეინის ოპერაცია სა� ლიხტენშტეინის ოპერაცია საზარდულის თიაქრის პლასტიკის დროს.
|
ლიხტენშტეინის ოპერაცია საზარდულის თიაქრის პლასტიკის დროს
|
თიაქარკვეთის და პლასტიკის ოპერაცია პოლიპროპილენის სამგანზომილებიანი პროტეზით.
|
|
| 
გთავაზობთ ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის ო. ჯაკობსის მონოგრაფიას ქირურგიის საფუძვლების შესახებ, მონოგრაფია დაწერილია ინგლისურ ენაზე და არის აკრობატ რიდერის ( PDF ) ფორმატში. ეს წიგნი შემოგვთავაზა ბატონმა მურმან ქანთარიამ რისთვისაც ვუხდით მადლობას.
|
| მინიასისტენტის ერთჯერადი კომპლექტები |
|
|

გამოვიდა მინიასისტენტის ერთჯერადი კომპლექტები. ვისაც ჯერ არ უნახავს გთავასობთ სურათებს. დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ენდოქირურგიის საიტზე. კარგია, მაგრამ ერთჯერადი ინსტრუმენტის კვალობაზე სასწაულად ძვირია. თუმცა რა არის ახლა იაფი.
|
| ფარმაკოლოგიური კატალოგი ვიდალი 2007 |

ეს კატალოგი ეხლახან დაიდო საიტზე და წინა წლების ვიდალის კატალოგს ათი თავით ჯობია. არქივირებული ფაილი 80 მეგაბაიტამდეა და აცალეთ გადმოწერა.დამიჯერეთ ნამდვილად ღირს.
vidal 2007 ფარმაკოლოგიური კატალოგი.
|
| სიახლე ! - რობოტი ქირურგი ,ოპერატორი - "დავინჩი" |
|
|
რობოტი ქირურგი - დავინჩი. ახალმა ტექნოლოგიებმა და რობოტოტექნიკის განვითარებამ შეაღწია საოპერაციოში და უკვე რობოტები ასრულებენ ოპერაციის ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპებს. ეს უკანასკნელი კომპლექსი დგას , რობოტექნიკის ცენტრში ხოლმცის კლინიკაში ჩეხეთის რესპუბლიკაში. გთავაზობთ ლინკს დაწვრილებითი ცნობების მისაღებად. 16.02.2007 წ.
|
გთავაზობთ სტატიის სრულ ვერსიას.
|
| შემდეგ რუბრიკაში გამოცდილმა ქირურგებმა გაიღიმეთ და დანარჩენებმა გამოიყენეთ პრაქტიკაში.
|
| ჭრილობის სიღრმეში კვანძის დადების ხერხი ვინოგრადოვის ჩხირის გამოყენებით |
|
|
მინიასისტენტით ოპერირების დროს, ან უბრალოდ მცირე განაკვეთით ოპერირების დროს, გვიხდება ჭრილობის სიღრმეში მანიპულირება და ძაფის გადაკვანძვა. არსებობს ვინოგრადოვის ჩხირით კვანძის დადების ხერხი ჭრილობის სიღრმეში. შეგახსენებთ ამ ხერხს. ძაფი გვიჭირავს მარცხენა ხელით, იკვანძება. მეორე ბოლოსაც ვიჭერთ მარცხენა ხელში და ჩხირით ჩაიწევა კვანძი ბოლომდე. მნიშვნელოვანია, რომ ვინოგრადოვის ჩხირს პერიოდულად ჭირდება პალიროვკა. ვინოგრადოვის ჩხირს მე დავუმატე სამკუთხა ქლიბით დამატებითი კბილი, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები. ეს კბილი გაგიწევთ კარგ სამსახურს ჭრილობის სიღრმეში კვანძის ან ძაფის მდგომარეობის შესასწორებლად.
|
|
|
ახალმოდური პირსიგის გასაკეთებლად საჭიროა –ფანჯრიანი დამჭერი, ერთჯერადი მსხვილი ნემსი და სტერილობა . ანესთეზიის აუცილებლობა არ არის ვინაიდან დამჭერი იწვევს იშემიას და ანესთეზიას.
|
| ულტრასონოგრაფისტების საყურადღებოდ! |
|
|
პროფესიონალებს ჩემგან არ გესწავლებათ, მაგრამ მაინც წაიკითხეთ, იქნებ გამოგადგეთ. ერთ–ერთ ამერიკულ სამედიცინო საიტიდან გავიგე და თქვენც მოგაწოდებთ ინფორმაციას:
ექოსკოპს ალბათ ყველა სათუთად ებყრობა, უფრო მეტად საფრთხილოა "დატჩიკი". მომეწონა და თქვენი ყურადღების მისაქცევად გავაკეთე ეს ფაილი.
ერთჯერადი ცელოფნის პაკეტი დაიცავს თქვენს აპარატს და ჰიგიენურიცაა.
|
| კოაგულატორი, კვამლი, ნამწვი აირები. |
|
|
ელექტრო კოაგულატორით ან კაუტერით მუშაობის თითქმის ყველა რეჟიმში, ჭრილობაში გამოიყოფა წვის პროდუქტები და კვამლი, რომელიც ფარავს მხედველობის არეს და აქვს სპეციფიური სუნი. ეს დიდი პრობლემაა განსაკუთრებით მცირე განაკვეთით მუშაობის დროს. ჩვეულებრივ ამ დროს იყენებენ ელ–საქაჩს . ამას სჭირდება დამატებით ინსტრუმენტი, ასისტენტის ხელი და დრო. მე გთავაზობთ შემდეგ ხერხს: კოაგულატორის მუშა პირს მიამაგროთ სილიკონის მილი შესაბამისი სიგრძის და მივუერთოთ ელ–საქაჩს.
|
| სანათურის დროებით გადაკეტვის ხერხი |
|
|
ოპერაციის დროს ზოგჯერ არის სიტუაცია,როდესაც საჭიროა სისხლძარღვის ან ნაწლავის სანათურის დროებით გადაკეტვა. ამისათვის გამოიყენება ლიგატურა და სილიკონის მილი. სურათზე ნაჩვენებია თუ როგორ იკეტება სანათური. ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს დამჭერით ფიქსირება.
|
|
|
|
|
| მინდა შემოგთავაზოთ სადისკუსიოდ ერთი თემა.
|
ეხლა მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში ოჯახის ექიმის ინსტიტუტის და მისი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება. ეს არის ძალიან კარგი, ყოველმხრივ მისასალმებელი და მხარდასაჭერი საქმე. ჩემი ოჯახი, (მე, ჩემი მეუღლე და აწი ალბათ შვილიც,) ხანგრძლივი დროის მანძილზე ასრულებდა და უპირობოდ შეასრულებს ჩემი უბნის ოჯახის ექიმის ფუნქციას ყოველგვარი ანგარების გარეშე.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მაგალითი გამონაკლისი არ არის, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ სხვა ქვეყნებში ეს ასე არ არის, ზოგჯერ მეზობელი მეზობელს არც კი იცნობს და გარკვეულ წილად ესეც კიდევ ერთი, კარგი, ქართული ფენომენია.
ხომ არ იქნებოდა უპრიანი გამოგვეყენებია ეს გამოცდილება თუგინდ, საწყის ეტაპზე, მხოლოდ იმერეთის ფარგლებში. ვისაც ხელეწიფება იფიქროს ამ საკითხზე .
|
| მაგარი ქართული სამედიცინო პორტალი |
medportal.ge .
|
| საუკეთესო ქართული საინფორმაციო პორტალი |
საუკეთესო ქართული საინფორმაციო პორტალი .
|
| მწერებმა შეგვაწუხა და გთავაზობთ ხმის გენერატორს |
გენერატორის გადმოწერა. .
გთავაზობთ ხმის გენერატორს რომელსაც აქვს დიაპაზონი ინფრაბგერიდან ულტრაბგერამდე.
შეგიძლიათ ექსპერიმენტირება. ულტრაბგერის ეშინია კოღოებს, მოსკიტებს სხვა მწერებს აგრეთვე მღრღნელებს.
ულტრაბგერა ესმის ძაღლებს და არ ესმის ადამიანს. ბოდიში ამ პატარა ლექციისათვის.
ვინც იცის რა არის ეს , – გამოიყენებს. ცნობისათვის კოღოს ეშინია 19500 ჰერცის და ეს სიხშირე
ადამიანს არ ესმის. ასე რომ სცადეთ.
|
| აკრობატ რიდერი საჭიროა ტესტების ფორმატის წასაკითხად |
| |